ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში ჩამოდის
დღეს, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით,Eევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლორდი დევიდ რასელ-ჯონსტონი ჩამოდის. იგი დღესვე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მონიტორინგ ჯგუფს საქრთველოში საქმიანობის ვადის გახანგრძლივება სურს. როგორც ცნობილია, მონიტორინგის კომისია ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდო თბილისში, რათა დაედგინა როგორ ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს. როგორც ჩანს ეს დრო მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
This post is also available in: English (ინგლისური)