“მოქალაქეთა კავშირი” დეპუტატებს კარგავს
მმართველ “მოქალაქეთა კავშირს” კიდევ ერთი დეპუტატი დააკლდა. ახალციხელი დეპუტატი ანზორ თამარაშვილი ოპოზიციურ ფრაქცია “ახალი მემარჟვენების” წევრი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით თამარაშვილის ეს გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გიგლა ბარამიძისა და “მოქალაქეთა კავშირს” შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. თამარაშვილი ბარამიძის ახლო ნათესავია. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ “მოქალაქეთა კავშირის” რიგები ერთ-ერთმა აქტიურმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმაც დატოვა. მიზეზი პრეზიდენტის პოლიტიკისადმი უარყოფილება იყო. დავითაშვილი ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატია და არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ შედის
This post is also available in: English (ინგლისური)