გატაცებული ერთ-ერთი ესპანელი ბიზნესმენის ნათესავმა, გამოსასყიდი გადაიხადა
როგორც ესპანური გაზეთი “ელ მუნდო” იტყობინება, 2 სექტემბერს, ორი ესპანელი ბიზნესმენიდან ერთ-ერთის ძმამ გამტაცებლებს გამოსასყიდის ნაწილი გადაუხადა. თანხის გადაცამა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოხდა. გამოსასყიდის ოდენობა არ სახელდება. ჯერ-ჯერობით, არც ერთი მძევლი განთავისუფლებული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ ინფორმაციას. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ისინი გამოსასყიდის გადახდის წინააღმდეგნი არიან. ორი ესპანელი ბიზნესმენი, შარშან, 30 ნოემბერს გაიტაცეს თბილისიდან.
This post is also available in: English (ინგლისური)