იმერეთის გუბერნატორი სააკაშვილს “ეი-ი-ეს”-ის ლობირებაში ადანაშაულებს
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობის ხელის შეშლით კომპანია “ეი-ი-ეს თელასსა” და “ეი-ი-ეს მტკვარს” ლობირებს. შაშიაშვილის განცხადებით, კონკუტენტუნარიანი ენრგეტიკული ობიექტის მშენებლობა ამ კომპანიის ინტერესებში არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე პრეზიდენტ შევარდნაძის რეზოლუციები არსებობს, იუსტიციის სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას ვიზირებას არ გაუკეთებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბოელექტროსადგურის აშენება ელექტრო ენერგიაზე ფასს ორჯელ გაზრდის.
This post is also available in: English (ინგლისური)