“ტრადიციონალისტები” ჟვანიას მხარს უჭერენ

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ არ შეუერთდება დეპუტატთა იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

ასათიანის განცხადებით, დაუშვებელია არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ვაკუუმის შექმნა და პარლამენტის თავჯდომარის გადაყენება. ასათიანის თქმით, “ტადიციონალისტების” პოზიციას ფრაქცია “მრეწველებიც” (ოპოზიცია) იზიარებენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)