სააკაშვილი თანამდებობას ტოვებს და დეპუტატობას აპირებს
19 სექტემბერს, საღამოს, მიხეილ სააკშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგა. მისი განცხადებით მთავრობის შიგნიდან რეფორმირება და კორუფციასთან ბრძოლა უკვე შეუძლებელია. “მხოლოდ ქართველი ერის ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ჩააყენოს ხელისუფლება ხალხის სამსახურში”, განაცხადა ექს-მინისტრმა. მიხეილ სააკაშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში აპირებს იყაროს კენჭი. დეპუტატის კანდიდატობის რეგისტრაციის ვადა 22 სექტემბერს იწურება. ვაკეში არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სააკაშვილის კონკურენტები “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია, პოლიტიკური მოძრაობა “მხედრიონის” ლიდერი ჯაბა იოსელიანი და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)