პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორისთვის დაფინანსების კონტროლს მოითხოვს
“გამჭვირმალე უნდა იყოს ის დახმარება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და დამოუკიდებელი პრესისთვის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდის”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისი თქმით ამ დახმარებას აძლევენ არა ცალკეულ ორგანიზაციებს, არამედ დემოკრატიის გზაზე მყოფ სახელმწიფოს. პრეზიდნტის აღნიშნული კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საზოგადაოების განვითარებისათვის განკუთვნილი გრანტები პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო ომსა და ხელისუფლების კრიტიკას ხმარდება. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ა.შ.შ.-ში დაგეგმილი ვიზიტისას იგი ამერიკულ ორგანიზაციებთან დაფინანსების გამჭვირვალეობის საკითხს აუცილებლად დააყენებს.
This post is also available in: English (ინგლისური)