შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება

ხვალ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძემოსკოვში მომსკოვში გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო ყველანაირად მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ტერორიზმის დასაძლევად. უკვე დღეს კი მოსკოვში სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი გაემგზავრა

გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომელთა შემადგენლობაში როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩრდილო კავკასიელი პირებიც არიან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ჯონი ფინცხალაიშვილი უკვე რამოდენიმე დღეს რაც თავის რუს კოლეგებთან მოსკოვში კონსულტაციებს მართავს.

This post is also available in: English (ინგლისური)