ა.შ.შ. რუსეთს საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანას არ აიძულებს

ა.შ.შ.-ში არ აიძულებენ რუსეთს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შესრულებას, ვარაუდობს ჟურნალი “ფაინენშალ თაიმზი”. ჟურნალი რამოდენიმე ევროპელი დიპლომატის მოსაზრებას ეყრდნობა.

დიპლომატთა განცხადებით, ამერიკას ანტიტერორისტულ ოპერაციაში რუსეთის მხარდაჭერა ესაჭიროება, ამიტომ პრეზიდნეტ ბუშის ადმინისტრაცია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე ყურადღებას არავითარ შემთხვევაში არ გაამახვილებს.

მოსკოვმა არ შეასრულა სტამბოლის 1999 წლის ეუთო-ს სამიტზე ნაკისრი ვალდებულება და გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია არ მოხდინა.

This post is also available in: English (ინგლისური)