ოპოზიციური ფრაქციები ახალ ალიანსს ქმნიან
დღეს ოფიციალურად ჩამოყალიბდა ოპოზიციურ ფრაქციათა ახალი ალიანსი, რომელშიც “ტრადიციონალისტები”, “მრეწველები” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები” შევიდნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საგადასახადო და საარჩევნო კოდექსების სრულყოფა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა – ალიანსის ძირითადი ამოცანეიბია. “ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საპარლამენტო ფრაქციასთან რომელიც ჩვენს ამ მიზნებს გაიზიარებს”, განაცხადა “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური)