გატაცებული ესპანელების საქმეს ესპანეთის პოლიცია ადევნებს თვალს
საქართველოში გასული წლის ნოემბერში გატაცებული ორი ბიზნესმენის საქმესთან დაკავშირებით, თბილისში ესპანეთის პოლიციის წარმომადგენელი იმყოფება. იგი ქართველ სამართალდამცველებთან ერთად მძევლების განთავისუფლებას ცდილობს. გუშინ ბიზნესმენთა ნათესავებს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და გამოასყიდის სახით, დამატებით 250,000 დოლარი მოთხოვეს. როგორც ესპანური პრესა უკვე იუწყებოდა ერთ-ერთი გატაცებულის ნათესავებმა გამოსასყიდის ნაწილი გადაიხადეს, თუმცა მძევალი მაინც არ გაუნთავისუფლებიათ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით, ესპანელი ბიზნესმენები პანკისის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვის სიახლოვეს ყავთ გადამალული.
This post is also available in: English (ინგლისური)