კიდევ ერთი შეიარაღებული შეტაკება აფხაზეთში

გუშინ აფხაზ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ქართველ პარტიზანებს შორის სოფელ გულრიფშის მახლობლად, სოხუმიდან 50 კილომეტრის დაშორებით შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ამის შესახებ, დღეს სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეს იფორმაცია საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემაც დაადასტურა. დაჭრილთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია მას არ გააჩნია.

დღესვე, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა სახელმწიფო მინისტრთან გია არსენიშვილთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა 28 სექტემბერს სოხუმის მთავრობის პრემიერ ანრი ჯერგენიასა და პრეზიდენტ შევარდნაძეს შორის მიღწეული შეთანხმების არ შესრულებასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით უნდა დაშლილიყო ის უცნობი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც კოდორის ხეობაში იმყოფება. 

This post is also available in: English (ინგლისური)