კიდევ ერთი ახალი ფრაქცია პარლამენტში
ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრი დეპუტატების კიდევ ერთი ნაწილი ფრაქციას შექმნის. ფრაქცია “თანადგომის” თავჯდომარის პოსტს ელგუჯა მეძმარიაშვილი დაიკავებს. დაჯგუფება პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი იქნება. ეს გადაწყვეტილება დღეს საღამოს გამართულ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” სხდომაზე მიიღეს. გაირკვა, რომ “მოქალაქეთა კავშირში” მხოლოდ 50 დეპუტატი დარჩება. ფრაქციის თავჯდომარის პოსტს დატოვებს რევაზ ადამია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს.
This post is also available in: English (ინგლისური)