რუსეთის თვითმფრინავები საქართველოს საზღვარს კვლავ არღვევენ – 16:30 10.10
დღეს დილით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ორმა თვითფრინავმა კოდორის ხეობის მიდამოებში კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვახტანგ ქუთათელეძემ. “ჩვენ გაგვაჩნია ორი რუსი პილოტის რადიოსაუბრები რომელიც მათ მიერ 9 ოქტომბერს კოდორის ხეობის ქართული სოფლების დაბომბვას ადასტურებს”, აცხადებს მინისტრი. ვახტანგ ქუთათელაძე დარწმუნებულია, რომ ოფიციალური მოსკოვი არ არის მზად იკისროს პასუხისმგებლობა კოდორის ხეობის დაბომბვასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური)