პარლამენტმა მშვიდობისმყოფელების აფხაზეთიდან გასვლას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, გუშინ გვიან საღამოს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ დადგენილებას 157-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მხოლოდ ორი იყო წინააღმდეგი. დ.ს.თ.-ს სამშვიდობო ძალები მთლიანად რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული. პარლამენტარებმა მათი გაერო-ს, ან ეუთო-ს დამკვირვებლებით ჩანაცვლება მოითხოვეს.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს პრეზიდენტ შევარდნაძე რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ განცხადებებით გამოვიდა. მისი თქმით, რუსი “ციფერჩაფხუტიანები” ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ვერ უზრუნველყოფენ რეგიონში მშვიდობას.

This post is also available in: English (ინგლისური)