რუსეთი გაიყვანს სამშვიდობო ძალებს აფხაზეთიდან – ვლადემერ პუტინი

“თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისა და საკუთარი ხალხის წინაშე მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ეს მათი არჩევანია, ჩვენ გამოვიყვანთ სამშვიდობო ძალებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან” – განუცხადა 12 ოქტომბერს რია ნოვოსტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ “აფხაზეთსა და საქართველოს შორის გამწვავებულ ურთიერთობებს რუსეთი განიხილავს როგორც საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ პრობლემას”, ამასთან იგი  დასძენს, რომ რუსეთის პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ “შენარჩუნებული უნდა იქნას საქართველოს ტერიტორული მთლიანობა” და მოსკოვი “არ აპირებს ჩაერიოს მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში”. 

რუსეთის ლიდერი თვლის რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან   საქართველოს გასვლა არ ავნებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. “დესეთე არა რუსული, არამედ საეთაშორისო ორგანიზაციაა და რუსეთი მასში ყურებით არავის ექაჩება” – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური)