შინაგანი ჯარები საბრძოლა მოქმედებებში ჩართვას უარყოფენ
საქართველოს შინაგანი ჯარები უარყოფენ კოდორის ხეობაში აფხაზ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შეტაკების ფაქტს. ინფორმაცია შინაგან ჯარებსა და აფხაზ მებრძოლებს შორის შეტაკების შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბრძოლას გუშინ საღამოს ჰქონდა ადგილი. “ინფორმაცია შეტაკების შესახებ არ არის მართალი, რადგან შინაგანი ჯარების ნაწილები საერთოდ არ იმყოფებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე”, განაცხადა დღეს შინაგანი ჯარების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო სალუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური)