შევარდნაძე სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას მოითხოვს

პრეზიდეტი შევარდნაძე აცხადებს, რომ აუცილებელია აფხაზეთში სამშვიდობო კონტიგენტის ინტერნაციონალიზაცია. ამის შესახებ მან დღეს საქართველოში მყოფ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. 

უკრაინამ და კიდევ რამოდენიმე სხვა სახელმწიფომ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ჩაანაცვლონ რუსი მშვიდობისმყოფელები.

11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ დადგენილება მიიღო. პრეზიდენტმა პუტინმა კი განაცხადა, რომ მზად არის გაიყვანოს რუსი მშვიდობისმყოფელები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური)