უკრაინა მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობა მიიღოს
უკრაინა მზად არის გადაუდებელი დახმარება გაწიოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა. როგორც ცნობილია პრეზიდენტმა შევარდნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებს უკრაინელი “ცისფერჩაფხუტიანები” ჩაენაცვლებოდნენ. 17 ოქტომბერს თბილისში უკრაინის საგარეო საქამეთა მინისტრი ჩამოდის. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობის საკითხიც განიხილიბა.
This post is also available in: English (ინგლისური)