10 რუსული გამანადგურებელი საქართველოს საზღვარს არღვევს
დღეს, თბილისის დროით 14 საათსა და 10 წუთზე სუ-25 ტიპის ოთხი გამანადგურებელი რუსეთის მხრიდან მესტიის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. ხუთი წუთის შემდეგ მათ კიდევ ექვსი გამანადგურებელი მოჰყვა, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ათმა ერთეულმა სუ-25-მა კოდორის ხეობას გადაუფრინა, რის შემდეგაც რუსეთისაკენ აიღეს გეზი. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რუსული გამანადგურებლების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური)