ერთი-ერთი ვერტმფრენი რომელმაც მარუხი დაბომბა ჩამოგდებულია
დღეს, კოდორის ხეობაში აღმოაჩინეს გუშინ ჩამოგდებული ვერტმფრენი, რომელმაც სოხუმიდან გომოფრენილ ხუთ ვერტმფრენთან ერთად 17 ოქტომბერს მარუხის უღელტეხილი დაბომბა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი ნონო სტურუა აცხადებს, რომ ამჟამად შემთხვევის ადგილას სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც ადგენს თუ ვის ეკუთვნის ჩამოგდებული მი-24 ტიპის ვერტმფრენი და ვის მიერ იქნა ჩამოგდებული.
This post is also available in: English (ინგლისური)