მიხეილ სააკაშვილი ვაკის არჩევნებში ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 60%-ზე მეტი მიიღო.

სააკაშვილის ძირითადმა კონკურენტმა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ კი ხმათა – 10%-ზე ნაკლები.

დეპუტატობის ყველა კანდიდატი არჩევნების პროცესის დიდ დარღვევებზე საუბრობს. ერთ-ერთ საარჩევნო უბანში პოლიციელიც კი დაიჭრა, რომელიც საარჩევნო ყუთს იცავდა. ორი საარჩევნო უბნიდან კი საარჩევნო ყუთები გაიტაცეს.

კანდიდატები დარღვევებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სარიშვილი-ჭანტურია თბილისის მერს ვანო ზოდელავას სააკაშვილთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ზოდელავამ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში შეუწყო ხელი. სარიშვილი ქალაქის მერის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ირინა სარიშვილი პოლიციასთან ერთად აყალბებდა არჩევნებს.

This post is also available in: English (ინგლისური)