კოდორის ხეობა საფრთხეშია – აცხადებს პარტიზანთა ლიდერი
კოდორის დაკარგვის საფრთხე სრულიად რეალურია, აცხადებს პარტიზანული მოძრაობა “თეთრი ლეგიონის” ლიდერი სამუშია. სამუშიაზე დაყრდნობით “კავკას პრესი” ავრცელებს ინფორმაციას რომლის მიხედვითაც 400-მდე ჩეჩენი მეომარი კოდორში, მარუხის უღელტეხილზეა კონცენტრირებული. სამუშიას განცხადებით ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ შესაძლოა ჩეჩნები დაბრუნდნენ და აფხაზებთან ახალი საომარი შეტაკებები დაიწყონ. 18 ოქტომბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერტორიებზე, ტეროტოსტების წინააღმდეგ პრევენტიული დარტყმების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა, რაც უპირველეს ყოვლისა კოდორის ხეობაზე დარტყმას გულისხმობს. ოფიციალური თბილისი კოდორში ჩეჩენი მეომრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური)