საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 11 მილიონ დოლარს ურიცხავს
საერთაშორისო სავალუტო ფორნდის (ს.ს.ფ.) დირექტორთა საბჭომ 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში საქართველოს 11 მილიონი დოლარი გამოყოფის შესახებ. 23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა დაამკიცა შეეწორებები 2001 წლის ბიუჯეტში, რომელიც ხარჯვითი ნაწილის 183 მილიონი ლარით შემცირებას ითვალისწინებს. ეს ს.ს.ფ.-ის ძირითადი მოთხოვნა იყო რათა პროგრამა აღდგენილიყო. როგორც ს.ს.ფ.-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა შიგემიცუ სუგისაკიმ განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ წელს ფონდის პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. “თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რათა ხელისუფლებამ კორუფცია დაძლიოს და გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი”, აღნიშნა შიგემიცუ სუგისაკიმ.
This post is also available in: English (ინგლისური)