მარუხის უღელტეხილი კვლავ დაიბომბა
დღეს დილით, 4:15 საათზე სოხუმიდან გამოფრენილმა ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილი დაბომბეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით დაბომბილია დაუსახლებელი ტერიტორია, შესაბამისად მსხვერპლი არ არის. სამინისტროს პრესმდივანი ნინო სტურუა აცხადებს, რომ აფხაზებს 4 სუ-25 არ გააჩნიათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ მარუხი რუსეთის გამარადგურებელმა დაბომბეს. კოდორის ხეობაში მდებარე მარუხოს უღელტეხილის დაბომბვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 17 ოქტომბერს, ასევე სოხუმიდან გამოფრენილმა 6-მა ვარტმფრენმა უღელტეხილი პირველად დაბომბა.
This post is also available in: English (ინგლისური)