საქართველოს უშიშროების სამინსტროს გელაევის რუსთავში ყოფნას უარყოფს

საქართველოს უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივანმა გიორგი კაპანაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი რუსთავის საავადმყოფოში იმყოფება.

ინფორმაცია ამის Aთაობაზე გუშინ გვიან საღამოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” აფხაზებზე დაყრდნობით გაავრცელა.

არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ვლადიმირ არშბამ განაცხადა, რომ გელაევი ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაიჭრა, რის შემდეგაც იგი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)