აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით პროგრესი არ არის – დიტერი ბოდენი

30 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთში შექმნილი ვითარება დახურულ კარს მიღმა განიხილა.

სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების განახლება.

ბოდენის განცხადებით სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტთან დაკავშირებით “მეგობარი სახელმწიფოების” მიერ გამართული დებატებისას პროგრესი არ შეინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)