უშიშროების მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
სახელმწიფო უშიშროების მინიტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განცხადება მან სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაახ. 13:30 საათისათვის გააკეთა. სავარაუდოდ პრეზიდენტი შევარდნაძე ფააკმაყოფილებს ვახტანგ ქუთათელაძის განცხადებას გადადგომის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძეც დაწერს. პარლამენტის წინ კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელსაც უკვე ფრაქცია მოქალაქეთა კავიშირის “რეფორმატორთა” გუნდიც შეუერთდა. რეფორმატორები აცხადებენ, რომ ისინი არ დაკმაყოფილედებიან მხოლოდ უშიშროების მინისტრის გადადგომით და კატეგორიულედ მოითხოვენ მთლიანად ძალოვანი მინისტრებისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენებას.
This post is also available in: English (ინგლისური)