შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრს იცავს

დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრომა კახა თარგამაძემ პოსტის დატოვების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა, “თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არაფერ შუაშია”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დღესვე, პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია 1 ნოემბრის პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები შინაგან საქმეთა, უშიშროების მინისტრებისა და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)