ჟვანია ფრაქციათა ლიდერებთან ერთად პრეზიდენტს ხვდება
სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში პრეზიდენტისა და პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიისა და ფრაქციათა წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. პარლამენტის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძისა და გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის თანამდებობებიდან განთავისუფლებას მოითხოვენ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს დაიცვა თარგამაძე და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერის საერთო “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან არ გააჩნია. უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის განცხადება გადადგომის თაობაზე პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური)