პარლამენტი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ორ – რადიკალურ და ზომიერ დადგენილებებს განიხილავს

პარლამენტის რიგგარშე სესიაზე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით რეფორმატორთა და მათმა მოწინააღმდეგე მხარეებმა დადგენილების ორი ვარიანტი წარმოადგინეს.

რეფორმატორების დადგენილებაში, რომელსაც ზურაბ ჟვანიაც უწერს მხარს ნათქვამია, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის პასუხიხმგებლობის დაყენება და მათი თანამდებობებიდან გადაყენება. დადგენილება სხდომაზე კოტე კემულარიამ წარმოადგინა.

ალტერნატიულ დადგენილებაში, რომელიც დეპუტატებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო უფრო რადიკალურია და მთელი ხელისუფლებისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის გადადგომას ისახავს მიზნად.

ამ წუთებში პარლამენტის სხდოამზე შესვენებაა გამოცხადებული. დეპუტატები წარმოდგენილ ორ დადგენილებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებენ. სხდომა 14:00 სთ-ზე განახლდება.

This post is also available in: English (ინგლისური)