კოდორის ხეობას კვლავ ბომბავენ
სამაოუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, რომელიც კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ეყრდნობა, მთელი დღის განმავლობაში რუსული გამანადგურებლები ხეობას ბომბავდნენ. ამჟამად პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტთა ერთი ნაწილი თბილისში რუსეთის საელჩოსთან გადაადგილებას და დაბომბვებთან დაკავშირებით იქ პროტესტის გამოხატვას აპირებს. კოდორის ხეობის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის თაობაზე ცნობები არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური)