არჩევნები აჭარაში დამკვირვებლების გარეშე მიმდინარეობს
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურისა და პარლამენტის არჩევნები იმართება. ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ერთადერითი, ასლან აბაშიძის კანდიდატურაა წარმოდგენილი. აჭარის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა ეუთო-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს მონიტორიგი გაეწიათ არჩევნებისათვის. “ეს განდაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტოტალიტარული მმართველობის სტილია დამკვიდრებული”, აცხადებენ “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები.
This post is also available in: English (ინგლისური)