ასლან აბაშიძე მოსკოვში

(თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფება. იგი მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც რუსული ტელეკომპანია “ტე-ვე 6” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ასლან აბაშიძე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან ანრი ჯერგენიასთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.

აბაშიძე პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა.  

This post is also available in: English (ინგლისური)