ფრაქციათა ნაწილი პარლამენტის სხდომის გადადებას მოითხოვს

(თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “ახალი ფრაქცია”, ბლოკი აღორძინება (“ტრადიციონალისტების” გამოკლებით), “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის” პარლამენტის თავჯდომარის საკითხის განხილვის პარასკევს, 9 ნოემბერს გადატანას ითხოვენ. მათი აზრით კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავაშირებით უნდა გაგრძელდეს.

“მოქალაქეთა კავშირი”, “მრეწველები” და “ტრადიციონალისტები” საკითხის დღესვე განხილვას მოითხოვენ, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი.

ნინო ბურჯანაძე და ფრაქცია “თანადგომის” ლიდერი ელგუჯა მეძმარიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატები არიან.

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული

This post is also available in: English (ინგლისური)