რეფორმატორები საკონსტიტუციო ცვლილებების პროცედურას იწყებენ

(თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტში დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც მიზნად საკონსტუტუციო ცვლილებების თაობაზე დებატების დაწყებას ითვალისწინებს.

პროცესის ინიციატორები პარლამენტის რეფორმატორთა ფრთის წარმომადგენლები არიან, როლებიც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ დროისთვის მხოლოდ 20-მდე ხელმოწერაა შეგროვებული. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეპატაების დასაწყებად კი 118 დეპუტატის, ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია.

This post is also available in: English (ინგლისური)