პარლამენტის თავჯდომარის არჩევნების გაყალბების მცდელობა
თბილისი. 9 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – ბიულეტინები რომლითაც პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო გაყალბებული აღმოჩნდა. ბიულეტინები დანომრილი აღმოჩნდა, რითაც ფარული კენჭისყრის პრინციპი დაირღვა. ერთ-ერთმა კანდიდატმა ჯემალ გოგიტიძემ მომხდართან დაკავშირებით არჩევნების გადადება მოითხოვა. პარლამენტის თავჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც გაყალბების მცდელობაში იქნებიან ეჭვმიტანილნი სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად აღიძვრება.
This post is also available in: English (ინგლისური)