ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის ახალი თავმჯდომარე
თბილისი. 10 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან 129 დეპუტატის ხმა მოიპოვა. ვაჟა ლორთქიფანიძემ – 98. არჩევნების შედეგი 10 ნოემბერს, გამთენიისას, 4:20 სთ-ზე გახდა ცნობილი. დეპუტატებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ მანამ, სანამ თავმჯდომარე არ აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისთვის მეორე ტური გახდა საჭირო. პირველ ტურში ნინო ბურნაძემ – 104, ვაჟა ლორთქიფანიძემ – 71, ხოლო ჯემალ გოგიტიძემ – 52 ხმა მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური)