შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე პიროვნება იქნება
(თბილისი. 12 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – “შიანგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნება ადამიანი, რომელსაც სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მომავალი მინისტრი სამინისტროს გარედან მოსული არ იქნება,” განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პეტრე მამრაძემ. ამ განცხადებით, გარკვეულ წილად, გაბათილდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ქვემო ქართველის გუბერნატორს ლევან მამალაძეს წარადგენდა. ამ პოსტზე შესაძლო კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძეც სახელდება.
This post is also available in: English (ინგლისური)