დეპუტატები უშიშროების საბჭოს სპეცსამსახურებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესწავლას თხოვენ

თბილისი. 13 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს უშიშროების საბჭოს თხოვს ადგილობრივი სპეცსამსახურებიდან ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიმართოს.

დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე კოდორის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა სხდომაზე განაცხადა, ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკვაშირებული ინფორმაცია, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს გადაეცემა, მაშინვე რუსეთის დაზვერვას უვარდება ხელში.

ემზარ კვიციანის განცხადებით, ამჟამად ხეობაში სიმშვიდეა და 29 ოქტომბრის შემდეგ ამოუცნობი გამანადგურებლების მიერ ხეობის დაბომბვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

This post is also available in: English (ინგლისური)