პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

(თბილისი. 13 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) –  პოლონეთი საქართველოს ტერიტორიული მთიანობის ფარგლებში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, განაცხადა პოლონეთის პრეზიდეტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ვიზიტის მეორე დღეს პარლამენტის თავჯდომარეს ნონო ბურჯანაძეს შეხვდა, ხოლო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევით ცენტრში მოხსენებით გამოვიდა.

მან საქართველოსო და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ კვასნევსკის 27 პოლონური კომპანიის წარმომადგენელი ახლავს თან.

This post is also available in: English (ინგლისური)