გატაცების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ესპანელი დიპლომატი იმყოფება
(თბილისი. 13 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, რუსეთში ესპანეთის საელჩოს პირველმა მდივანმა ხოსე რიკარდო გომესმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ესპანეთის ორი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთში ესპანეთის საელჩოს წარმომადგენლების საქართველოში ეს უკვე მეორე ვიზიტია. ამის მიუხედავად შარშან ნოემბერში გატაცებული ორი ესპანელი ბიზნესმენის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ერთადერთი რასაც ქართველი სამართალდამცველები აცხადებენ არის ის, რომ ესპანელები პანკისის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის საიხლოვეს ყავთ გატაცებული.
This post is also available in: English (ინგლისური)