შევარდნაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე შესაძლოა კანდიდატურა შეცვალოს
(თბილისი. 15 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე როლანდ გილიგაშვილის მაგივრად შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ნუგზარ გაბრიჩიძე წარადგინოს, იტყობინება “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტი სანდო წყაროზე დაყრდნობით. როგორც ჩანს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან 14 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ შეცვალა. გუშინ საპარლამენტო ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრმა ედვარდ სურმანიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია არცერთ შემთხვევაში გილიგაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.
This post is also available in: English (ინგლისური)