პარლამენტი ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების წინააღმდეგია

(თბილისი. 16 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – როგორც ჩანს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შემოთავაზებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციატივის მიხედვით უნდა მოხდეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებად გაიყოფა, რომლებსაც სახელმხიფო მინისტრი გაუწევს კურირებას.

დეპუტატთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ამ ეტაპზე არაეფექტური იქნება და აცხადებენ რომ აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტის განხილვისას უნდა დაისვას.

This post is also available in: English (ინგლისური)