თურქი სამხედრო ექსპერტები ვაზიანის ბაზის მოდერნიზაციას მოახდენენ
(თბილისი. 19 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, თურქი სამხედრო ექსპერტები საქართველოში ჩამოდიან, რათა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა შეაფასონ, რომელზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდის მეთერთმეტე ბრიგადა უნდა განლაგდეს. თურქეთი ბაზის მოდერნიზაციისთვის მზად არის ერთი მილიონი ა.შ.შ.-ის დოლარი გამოუყოს საქართველოს. აღნიშნული პროცესი ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს. ვაზიანის ბაზა რუსეთმა, სტამბოლის ეუთო-ს 1999 წლის სამიტის შეთანხმების საფუძველზე, ამა წლის 30 ივნისს დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური)