პოლიციელებმა დეპუტატი სასტიკად ცემეს

(თბილისი. 19 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – გუშინ, დილის 4 საათზე, სასტიკად ცემეს პარლამენტარი, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრიასტიან-დემოკრატები”-ს წევრი გოჩა ჯოჯუა. სამმა პოლიციელმა, ის სახლიდან კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის თავად ჯოჯუას განცხადებით ეკოპოლიციის ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის ყოფილი შეფი სოსო ალავიძე იყო. დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულ ფაქტს საგანგაშო და ამაზრზენი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტს საგამოძიებო საქმის მსვლელობა პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

დაზარალებულის თქმით, ცემის მიზეზი გახდა მის მიერ გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნებული სტატია, სადაც იგი ქალაქის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის სოსო ალავიძის ქონებრივ დეკლარაციაზე საუბრობს.

This post is also available in: English (ინგლისური)