არასამთავრობოთა ნაწილი ლევან პირველისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

(თბილისი. 19 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაციები “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პარლამენტარ ლევან პირველისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვენ.

“თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის გივი თარგამაძის განცხადებითYლევან პირველმა გუშინ მას, ყოველგვარი მიზეზის გარეში, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გაუხსნა. სროლის სედეგად არავინ დაშავებულა. პირველი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდია.

ინცინდენტის გამო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება პრეს-კონფერენცია მოიწვიეს, რომელზეც ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომზე ისაუბრეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)