გაბრიჩიძე – გენპროკურორის კანდიდატად რჩება
(თბილისი. 20 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში არ ადასტურებენ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურა უკან გაიწვია. პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გაბრიჩიძე გუშინ, დღის პირველ ნახევარში წარუდგინა პარლამენტს. გაბრიჩიძე ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია. როგორც მოსალოდნელია მას პარლამენტში დამტკიცებისას გარკვეული პრობლემები შეექმნება.
This post is also available in: English (ინგლისური)