რეფორმატორები კარტოზიას კორუფციაში ადანაშაულებენ

(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვანო მერაბიშვილმა განათლების ყოფილი მინისტრი და ამავე თანამდებობის კანდიდატი ალეკო კარტოზია კორუფციაში დაადანაშაულა.

მინისტრთა კანდიდატურების განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ ბრალდებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. რეფორმატორებთან დაპირისპირებულმა დეპუტატებმა დაგმეს ვანო მერაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.

ალეკო კარტოზიასა და სხვა კანდიდატურების განხილვას პარლამენტი ხვალ გააგრძელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)