კოდორი საიმედოდ არის დაცული

(თბილისი, 25 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, კოდორის ხეობაში იმყოფება. გიორგი ბარამიძის განცხადებით საქართველოს შეიარაღებული ძალები ხეობას საიმედოდ იცავენ.

კოდორში სიტუაცია კვლავაც რთულად შეიძლება შეფასდეს. 23 ნოემბერს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები ხეობას არ დატოვებენ ისინი საპასუხო ქმედებებს განახორციელებენ.

ხეობიდან ჯარების გაყვანას რუსეთიც თხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური)